წავკისის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოხსნილია

საქართველო, თბილისი - 17:35 | 19.07.2018
ნანახია: 748

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

წავკისის ქუჩის N11-ში საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტის ფარგლებში, რელიეფურად რთულ ტერიტორიაზე, 26 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის კედელი და ლითონის მოაჯირი მოეწყო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 571 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე, თანამშრომლებთან ერთად გაეცნო.

მიმდინარე წელს გამგეობამ რაიონში გრუნტის დამჭერი 11 კედლის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნული პროექტებისთვის ჯამში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.

წლის ბოლომდე, მთაწმინდაზე კიდევ ცხრა კედლისა და ერთი გაბიონის მოწყობაა დაგეგმილი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე