ტყიბულში აქციის მონაწილეები „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 16:42 | 19.07.2018
ნანახია: 793

 

ტყიბულში, გამგეობის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრაზე მისული „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი აქციის მონაწილეებმა მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში დაადანაშაულეს.

როგორც ჯამბულ ჯაყელმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, მზადაა დატოვოს თანამდებობა. 

დღევანდელ აქციაზე მეშახტეებმა კომპანიის მმართველად ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა დაასახელეს. მას ამ დროისთვის მინდელის სახელობის შახტში წარმოების უფროსის თანამდებობა უჭირავს.

ტყიბულში, მინდელის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი პირი. რგამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე