თეთნულდზე დაკარგული ორი ტურისტის ადგილსამყოფელს მაშველებმა მიაგნეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 19.07.2018
ნანახია: 792

მესტია - თეთნულდში სამთო-სამაშველო სამსახურის მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს. აღნიშნულ ინფრომაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.

ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერჯერობით, ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.

მათ სამაშველო სამსახური 2 დღე ეძებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე