ჭიჭინაძის "ქართული ოცნებიდან" გარიცხვის ფაქტი ჩემთვის არასასიამოვნო და სამწუხაროა - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 15:13 | 19.07.2018
ნანახია: 768

ჩემთვის ფაქტი არასასიამოვნო და სამწუხაროა, რომელიც მომავალში ასეთი ფორმით არ უნდა განმეორდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარტია „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ასეთი რამ გუნდში არ უნდა ხდებოდეს.

„საქმე აქამდე არ უნდა მიდიოდეს. გადაწყვეტილება სამდივნომ მიიღო, დასაბუთება მოცემულია. ჩემთვის ეს სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ვინ და რას ფიქრობს, ეს მათი საქმეა. ამ გადაწყვეტილებას გაფრთხილებად არ ვიღებ. ჩემთვის ფაქტი არასასიამოვნო და სამწუხაროა, რომელიც მომავალში ასეთი ფორმით არ უნდა განმეორდეს“, – განაცხადა ზოიძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე