აშშ-ში ზვიგენები ბავშვებს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 14:48 | 19.07.2018
ნანახია: 858

აშშ-ში ნიუ-იორკის შტატის ფაირის სანაპიროზე ზვიგენები თავს ორ მოზარდს დაესხნენ.

ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. ზვიგენმა ჯერ 13 წლის მეთიუ დონალდსონს უკბინა.

 „ძალიან მეტკინა, ვიდრე შემეშინდა. ეს წამიერად მოხდა, ზუსტად ერთ წამში“, - აღიარა მოზარდმა. ბიჭი სასწრაფოდ ამოიყვანეს ნაპირზე და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნახევარი საათის შემდეგ სანაპიროზე ზვიგენებისგან 12 წლის ლოლა პოლინა დაშავდა. გოგონა ნაპირზე, თხელ წყალში იმყოფებოდა და სიღრმეში არც შესულა. მისი თქმით, ნაკბენი არ სტკიოდა, გოგონაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაშველმა ბელა  კოენმა აღნიშნა, რომ კუნძულზე მსგავსი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა, შტატის ტერიტორიაზე კი ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა. სანაპირო დროებით დაიხურა.

BBC-ის ცნობით, მაშველმა კრეიგ ამარანდომ დაადასტურა, რომ ბავშვებს ზვიგენები დაესხნენ. შესაბამისი დასკვნმა გააკეთეს სასწრაფოს დახმარების ექიმებმაც, რომლებმაც ბიჭის ჭრილობიდან ზვიგენის კბილი ამოიღეს. მაშველების თქმით, მტაცებლებს დაწყვილების პერიოდი აქვთ და გაცილებით აგრესიულები არიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე