გედევან ფოფხაძე "ქართულო ოცნებას" ბოდიშს უხდის

საქართველო, თბილისი - 14:05 | 19.07.2018
ნანახია: 826

უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე "ქართულო ოცნებას" ბოდიშს უხდის.

საუბარია მის განცხადებაზე, სადაც მან დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გამო მმართველი პარტია კომუნისტებს შეადარა და აღნიშნა, რომ მას „ქართული ოცნების" ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია უნდა ერქვას.

გედევან ფოფხაძე ასევე თვლის, რომ მმართველ გუნდსა და დავით ჭიჭინაძეს შორის დიალოგის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შორის შუამავლის როლი შეასრულოს.

გედევან ფოფხაძე თვლის, რომ "ქართული ოცნების“ სამდივნოს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს ფორმატში უნდა განიხილონ.

გედევან ფოფხაძის ბოდიშის მოხდის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე