დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს, რომელსაც „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა

საქართველო, თბილისი - 13:55 | 19.07.2018
ნანახია: 783

ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისი თქმით, ის ელოდება, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მისი შეფასებით, სხვა ე.წ. „კომკავშირელები“ პარტიიდან სხვებსაც როგორ გარიცხავენ.

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ პარტიიდან გარიცხულების ფრაქცია შექმნას, რომელსაც, პირობითად, „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა.

„მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე