პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 13:18 | 19.07.2018
ნანახია: 759

ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ის მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, მაშინ პარტიაში ვერ გაჩერდება.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე