რუსეთი ბრიტანეთისგან სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობის დასახელებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 13:04 | 19.07.2018
ნანახია: 695

რუსეთი ბრიტანეთის ოფიციალური პირებისგან სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობის დასახელებას მოითხოვს, ციდრე ეს მხოლოდ მედიის ვერსიაა. ამის შესახებ ლონდონში რუსეთის ელჩმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილთა ვინაობა დაადგინეს.

ბრიტანული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ქალაქ სოლსბერიში, ყოფილ რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე, ნეირო-ტოქსიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი წარმოშობით რუსეთიდანაა.

სამართალდამცველებმა შესაბამისი დასკვნა რამდენიმე თვიანი გამოძიების, ასევე სათვალთვალო კამერებისა და ბრიტანეთში ჩამოსული ადამიანების პერსონალური მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე