გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 12:41 | 19.07.2018
ნანახია: 800

გედევან ფოფხაძემ თავის ემოციურ გამონათქვამებს სერიოზულად გადააჭარბა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ფოფხაძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია.

მისი თქმით, საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს.

„ჩემს თავს იმის ღირსად არ ვთვლი, რომ გედევან ფოფხაძემ სიტუაცია სიღრმისეულად არ განიხილოს და ასეთი განცხადებები გააკეთოს. საკითხის მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია, გედევან ფოფხაძეს თავისი სიმართლე აქვს და მისი შემდგომი ნაბიჯი სუბიექტური გადაწყვეტილებიდან უნდა გამოვიდეს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. საკითხების მიმართ მისი დამოკიდებულება სუბიექტურია და როგორი იქნება გადაწყვეტილება ვნახავთ, პარტიასთან დაკავშირებით მსჯელობა გვმართებს, როგორც არაერთხელ ვიმსჯელეთ დავით ჭიჭინაძის გამონათქვამებზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე