3 წლამდე ასაკის ადამიანის მეხსიერება გამოგონილია - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 12:28 | 19.07.2018
ნანახია: 1284

ბრიტანელმა მეცნიერებმა გაანალიზეს ადამიანთა გამოკითხვა მათი პირველი მოგონებების შესახებ და დაასკვნეს, რომ ყველაზე ადრეული მოგონებები გამოგონილია. ამის შესახებ ჟურნალი Psychological Science წერს.

გამოიკითხა 6641 რესპოდენტი. ყველა მათგანმა ადრეული მოგონებები და ასაკი აღწერეს, რომლებიც მათ მეხსირებას შემორჩა. ორი ათსზე მეტმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ პირველი მოგონებები უკავშირდება ორ წლამდე ასაკს, 893 ადამიანი კი მიიჩნევს, რომ თავის თავი სამი წლის ასაკამდე ახსოვს.

თუმცა ამ შედეგების მიუხედავად, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანს თავის თავი მხოლოდ  3 – 3,5 წლიდან ახსოვს. მეცნიერთა აზრით, ადამიანი თავად აყალიბებს მიუწვდომელ მოგონებებს ფოტოებიდან და ნათესავების მონაყოლიდან, ეს კი დაკავშირებულია გაცნობიერებულ სურვილთან ჰქონდეს საკუთარი ცხოვრების შესახებ სრული წარმოდგენა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე