სკრიპალების მოწამვლის საქმეში ყველა ეჭვმიტანილი წარმოშობით რუსეთიდანაა - ბრიტანელი სამართალდამცველები

საქართველო, თბილისი - 11:36 | 19.07.2018
ნანახია: 713

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილთა ვინაობა დაადგინეს.

ბრიტანული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ქალაქ სოლსბერიში, ყოფილ რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე, ნეირო-ტოქსიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი წარმოშობით რუსეთიდანაა.

სამართალდამცველებმა შესაბამისი დასკვნა რამდენიმე თვიანი გამოძიების, ასევე სათვალთვალო კამერებისა და ბრიტანეთში ჩამოსული ადამიანების პერსონალური მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე