მგზავრმა თვითმფრინავის კატასტროფის მომენტი გადაიღო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:23 | 18.07.2018
ნანახია: 1475

თვითმფრინავის მგზავრმა, რომელმაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კატასტროფა განიცადა, ვარდნის მომენტი გადაიღო.

მამაკაცი ილუმინატორთან იჯდა. მან იმ მომენტის გადაღება მოახერხა, როდესაც ხომალდმა,  ცეცხლმოდებული ძრავით, სწრაფად ვარდნა დაიწყო,

 „მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ყველაფერი ცუდადაა“, - ამბობს მამაკაცი.

შემდეგ ეკრანი შავდება, ისმის დარტყმის ხმა, შემდეგ ჩანს დაკვამლიანებული სალონი. ხდება მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია.

10 ივლისს ჩარტერული ლაინერი, რომელიც საერთაშორისო რეისს ასრულებდა, სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიასთან ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 20 კი გადარჩა.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე