გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა

საქართველო, თბილისი - 18:05 | 17.07.2018
ნანახია: 731

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.

ცნობისთვის, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.  

თორნიკე რიჟვაძე დღემდე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც.

ენერგეტიკის სამინისტრომდე, თორნიკე რიჟვაძე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორად მუშაობდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე