დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 17.07.2018
ნანახია: 715

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ირაკლი კობახიძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარეს მისი გუშინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვით, შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრება გიორგი კვირიკაშვილის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა.

როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, ხისტი პოზიცია არა ყოფილ პრემიერს, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის კომკავშირელ წევრებს ჰქონდათ, სადაც სწორედ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი იგულისხმება.

„მე, როდესაც ვაფასებ ამა ახალგაზრდა გუნდს, კომკავშირელებს რომ ვეძახი, ტყუილად არ ვეძახი, კომუნისტური პარტიის ყრილობების სხვადასხვა მოვლენას მახსენებენ, როდესაც ვიღაცას გაკიცხავდნენ, მერე გადაყენებულ ადამიანს ფეხებით რომ შედგებოდნენ. კომპრომისზე შეიძლება, წახვიდე ორი ადამიანი, როდესაც ერთმანეთში რაღაცაზე რიგდები, მაგრამ ორი ადამიანი გარიგებდა და აქ ათობით ადამიანი დაიხოცოს, მერე გამოხვიდე და ეს აღიარო, მე ასეთ კომპრომისზე არ წავსულვარ. რას ნიშნავს კომპრომისი, სხვების სიცოცხლის ხარჯზე, ეს ჩემთვის გაუგებარია. ამ ადამიანებს ეთიკის კოდექსზე რომ აქვთ პრეტენზია, რომ ესენი ვიღაცას ეთიკას დაუწერენ, როგორ უნდა მოიქცეს, პირველ რიგში, ეს არის განხილვის საკითხი და რა თქმა უნდა, უნდა გადადგეს,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე