საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია - მამუკა ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 16:14 | 17.07.2018 ნანახია: 1063ჩვენ გასულ წელს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ; ეს ურთიერთობები დაფუძნებულია ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო მტკიცდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.
მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიმართ იტალიის მკაფიო მხარდაჭერას.
“დარწმუნებული ვარ, თქვენი სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება. ამაზე მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა და სხვადასხვა სფეროში მიღწეული შედეგები. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია. ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან იტალია იდგა ჩვენს გვერდით, რისთვისაც მსურს, იტალიელ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქ კარგი შედეგები გვაქვს, განსაკუთრებით თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის იტალიას მე-10 ადგილი უკავია. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ჩვენ იტალიასთან საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა გვექნება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გადავდგით ბოლო პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ შედეგიანია”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე სხვადასხვა სახის პროდუქცია გადის, მათ შორის თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და ბევრი სხვა.
“ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს DCFTA, რომელმაც ჩვენი ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა.
მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ ამ პროცესის დაჩქარების გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში შევასრულოთ შეთანხმბებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება”, - აღნიშნა ბახტაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა