ჩინეთში ქალი გაუპატიურებისთვის არასაკმარისად მომხიბვლელად მიიჩნიეს

საქართველო, თბილისი - 16:08 | 17.07.2018
ნანახია: 776

ჩინეთის ჰებეის პროვინციის ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ ქალი, რომელიც ჩიოდა, რომ ის გააუპატიურეს, იმდენად უშნოა, რომ სექსუალური ხასიათის დანაშაულის მხვერპლი ვერ გახდებოდა. ამის შესახებ ჩინური მედია წერს.

2016 წელს 46 წლის ქალმა დისციპლინარულ კომისიას სექსუალური თავდასხმის შესახებ აცნობა. მისი თქმით, მის სოფელში პარტიის მდივანმა ის 2014-2015 წლებში სამჯერ გააუპატიურა.

საქმე პარტიის რაიონულ განყოფილებას გადაეცა. მოგვიანებით განყოფილების ხელმძღვანელმა მედიას განუცხადა, რომ ბრალდების გამოძიებაზე სოფლის მდივანთან საუბრის შემდეგ უარი თქვა. მან გადაწყვიტა, რომ ქალს არასაკმარისად მომხიბვლელი გარეგნობა აქვს იმისთვის, რომ ის მამაკაცებმა გააუპატიურონ. 

 „იმ დროს ციუ (მოძალადე) უკვე 50 წლის იყო, თქვენ არ გინახავთ ის ქალი... ვერ ვიტყვი, რომ ის საშინლად უშნოა, მაგრამ მისი გარეგნობა სრულებით არ აღძრავს ვნებებს და სურვილს მამაკაცებში“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე