არაბ გოგონას მომღერალთან ჩახუტებისთვის ორწლიანი პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:32 | 17.07.2018
ნანახია: 1057

საუდის არაბეთში გოგონა მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ის სცენაზე ავიდა და საყვარელ მომღერალს მოეხვია. ქვეყნის კანონების თანახმად, ქალებს ეკრძალებათ ხალხის თვალწინ შეეხონ მამაკაცს, რომელიც მათი ნათესავი არ არის. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.

მაჯიდ ალ მოჰანდისი ქვეყანაში ცნობილია „არაბული სიმღერის პრინცის“ სახელით. ის მექის პროვინციის ქალაქ თაიფში ფესტივალზე გამოდიოდა, როდესაც შავ ნიქაბში ჩაცმული მისი თყვანისმცემელი სცენაზე აიჭრა და მოეხვია.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, დაცვის წევრებს როგორ  გაყავთ გოგონა სცენიდან.

გამოცემის ცნობით, მამაცი თაყვანისმცემელი არასრულწლოვანია. მას ორ წლამდე პატიმრობა და 100 ათასი არაბული რეალის გადახდა ემუქრება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე