ბათუმში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 17.07.2018
ნანახია: 852

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის სარდაფში 55 წლის მამაკაცი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სანტექნიკოსი იყო და შემთხვევის ადგილზე, სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებთან შეხება გახდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე