”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა რუსეთის მოქალაქე ჯაშუშობისთვის სიკვდილით დასაჯეს

საქართველო, თბილისი - 12:38 | 03.12.2015
ნანახია: 1694

”ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა ახალი ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს, რომელშიც რუსეთის მოქალაქის სიკვდილით დასჯაა ასახული.

რადიკალმა ისლამისტებმა ჩეჩენ მამაკაცს, რომელიც, მათი ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, თავი მოკვეთეს.

კადრში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს მაგომედ ხასიევად წარადგენს და ამბობს, რომ სირიაში უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით ჩავიდა. მის მიზანს რუსეთიდან ჩასული ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლი პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენდა. ვიდეოში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები რუსეთს ტერორისტული თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ და რუსეთის არმიის განადგურებით იმუქრებიან.

ვიდეოს ნამდვილობა ჯერ არ დადასტურუბულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე