სამწუხაროდ, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ომს საქართველოს აბრალებს - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 17.07.2018
ნანახია: 997

პუტინმა ეს მუქარა პირველად არ გააჟღერა. ღიად აქვს ნათქვამი, რომ 2008 წელს მას საქართველოში ომი რომ არ დაეწყო, ქვეყანა ნატო-ს წევრი უკვე იქნებოდა. აქ მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პასუხი რა იქნება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ომს საქართველოს აბრალებს, რომელიც თავის პოზიციებში პრინციპული არ არის და, რომელიც საერთაშორისო რესურსს მაქსიმალურად არ იყენებს, რომ ჩვენი ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარდეს.

მისივე განცხადებით, ამისთვის საჭიროა, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.

„ამისთვის საჭიროა, ამ მთავრობის შეცვლა და საქართველოს ხელისუფლების სათავეში ისეთი მართლაც პროდასავლური და პროაქტიური ჯგუფის მოსვლა, რომელიც პუტინის პოზიციის მოუხედავად, შეძლებს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ქვეყანა ნატო-ში გააწევრიანოს და ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და წინსვლა უზრუნველყოს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე