კენსინგტონის სასახლემ პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 13:49 | 17.07.2018
ნანახია: 1448

 

კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებმა სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები გაახარეს და პრინც ლუის ნათლობის ოფიციალური ფოტოები გამოაქვეყნეს.

ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან პრინცი ლუი, მამამისი პრინცი უილიამი და დედა ქეით მიდლტონი, ასევე ლუის ძმა ჯორჯი და და შარლოტა.

ფოტოებისთვის ასევე პოზირებენ პრინცი ჰარი, მეგან მარკლი, პრინცი  ჩარლზი მეუღლესთან კამილასთან ერთად და მიდლტონების ოჯახი - მაიკლი, კეროლი, ჯეიმსი და ორსული პიპა ქმართან ერთად. დედოფალი ელისაბედ მეორე და მისი მიუღლე პრინცი ფილიპი ნათლობას არ ესწრებოდნენ და შესაბამისად ფოტოებზე ვერ მოხვდნენ. 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე