პუტინის განცხადება პირდაპირი მუქარაა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 13:35 | 17.07.2018
ნანახია: 868

 

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესესებს უპირისპირდება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.

მისი თქმით, საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება.

„პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე როგორც ერთ დეპუტატს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს თუკი საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატო-ში სურს გაწევრიანება, ეს განვითარება აგრესიული მიმართულებით არავისკენ არ მოხდება. ერთადერთი, რაც ჩვენი მისწრაფებაა, ვიყოთ უზრუნველყოფილი უსაფრთხოებით გრძელვადიან პერსპექტივაში, რათა არ შეეხოს საქართველოს ის აგრესია, რაც ჩვენ დღევანდელ ჩრდილოვან მეზობელს გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე