გიორგი მარგველაშვილი: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის ამოცანაა"

საქართველო, თბილისი - 12:31 | 03.12.2015
ნანახია: 1549

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმები მათ.

ამ ადამიანთა მდგომარეობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კულტურის დონის ყველაზე მკაფიო ანარეკლია. ამ კულტურის საფუძველი უნდა იყოს ცოდნა, რომ ბუნების კანონით, თუ ადამიანს რაიმე უნარი ეზღუდება, სანაცვლოდ უეჭველად ებოძება სხვა ნიჭი. ღირსეული ცხოვრების, საზოგადოების კეთილდღეობისათვის შრომის პოტენციალი ყველა ადამიანშია.

ამიტომ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა ყველა ჩვენგანის -ხელისუფლების, საზოგადოების, კერძო სექტორის, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახების საერთო ამოცანაა.

ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას ვუსურვებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენს თანამემამულეებს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე