იაპონიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობა 222-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 17.07.2018
ნანახია: 681

მედიის ცნობით, კიდევ 20 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული იმის მიუხედავად, რომ სტიქიური უბედურებიდან 10 დღე გავიდა.

ოთხი ათასი ადამიანი კვლავ ევაკუაციის ცენტრებში რჩება.

დაზარალებულ რაიონებში არ მუშაპბს მაღაზიები, მოშლილია წყლის სისტემებიც. ევაკუაციის ცენტრებთან ჰუმანიტარული დახმარების გაცემის წერტილებია გახსნილი.

ივლისის პირველ კვირას გადაუღებელი წვიმები იაპონიის სამხრეთ-დასვლეთ და ცენტრალურ ნაწილში დაიწყო, რამაც მეწყერი გამოიწვია. ზოგიერთ ადგილებში ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარეებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დატბორა.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე