CNN-ის წამყვანმა დონალდ ტრამპის გამოსვლას ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამარცხვინო უწოდა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 17.07.2018
ნანახია: 718

ტელეარხ CNN-ის წამყვანმა დონალდ ტრამპის გამოსვლას ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სამარცხვინო უწოდა. ორი ქვეყნის ლიდერის პრესკონფერენცია ჰელსინიკის ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ გუშინ გაიმართა.

„თქვენ უყურებდით სავარაუდოდ ამერიკის პრეზიდენტის  ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო გამოსვლას რუსეთის ლიდერთან ერთად სამიტზე, რაც კი აქამდე მინახავს“, - განაცხადა ანდერსონ კუპერმა მას შემდეგ რაც ტრამპმა და პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხების გაცემა დაასრულეს.

როგორც Associated Press-ი აღნიშნავს, ეს განცხადება უფრო მეტად გაამწვავებს, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ტელეარხსა და თეთრ სახლს შორის. გასულ კვირას CNN-ის რეპორტიორს აჟიმ აკოსტეს უარი უთხრეს პრეზიდენტის მრჩეველთან ჯონ ბოლტონთან დაგეგმილ ინტერვიუზე, მისი კოლეგის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების“ გამო.

ორსაათიანი პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოძიების შედეგებში ეჭვი ეპარება.

ტრამპის ქმედებამ კრიტიკა გამოწივია ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებსა და რიგით ამერიკელებს შორის. თეთრ სახლში დაბრუნებულ პრეზიდენტს უკვე ელოდებონენ დემონსტრანტები, რომლებსაც ხელში ეჭირათ უზარმაზრი მანათობელი ასოებისგან შედგენილი სიტყვა „მატყუარა“.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე