დიეტოლოგებმა დაამტკიცეს, რომ შაქარი არ ასუქებს

საქართველო, თბილისი - 17:30 | 16.07.2018
ნანახია: 2156

შაქრის მოხმარება ორგანიზმში ცხიმოვანი მასის ზრდას არ იწვევს. შესაბამისი დასკვნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტებმა გააკეთეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Cell Metabolism-ში გამოქვეყნდა.

ექსპერტებმა გაანალიზეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მეცნიერებმა შეისწავლეს ექსპერიმენტის შედეგები, რომლებიც 30 სახის დიეტას უკავშირდება.

ლაბორატორიის ვირთხებზე გამოსცადეს რაციონი ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების სხვადასხვა შემადგენლობით. შედეგად სხეულის მასის გაზომვის 100 ათასზე მეტმა მაჩვენებელმა დაადასტურა, რომ ცხიმის მოხმარება ერთადერთი ფაქტორა, რომელიც ჭარბ წონას იწვევს.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ შაქარი გავლენას არ ახდენს წონის მატებაზე. ეს კველვის ავტორებისთვის დიდ სიურპრიზად იქცა.

ჩინელი და შოტლანდიელი სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ცხიმის აქტივიზაცია თავის ტვინში ხდება. ეს კი კალორიის მოთხოვნის პროვოცირებას იწვევს. მომავალში მსგავსი ექსპერიმენტი ადამიანებშიც ჩატარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე