ჰესლინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოწინააღმდეგეთა აქციაზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოიტანეს

საქართველო, თბილისი - 17:06 | 16.07.2018
ნანახია: 770

ჰელსინკის ცენტრში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს, აქტივისტებს სხვადასხვა ლოზუნგებთან ერთად გამოტანილი აქვთ საქართველოს, უკარინისა და ამერიკის დროშები.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების  პარალელურად ჰელსინკის სხვადასხვა წერტილში რამდენიმე დემონსტრაცია იმართება.
კონცერტი „თავისუფალი სიტყვის ავტორები“ პრეზიდენტის სასახლესთან 100 მეტრში მიმდინარეობს, სადაც ამერიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა იმართება.

სცენაა გამართული ასევე ესპლანადის ბულვარში, რომელიც სავაჭრო მოედანზე გადის, სადაც პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს.

კონცერტზე დასასწრებად  მიწვევა გაგზავნილია
ფიენთში უკრაინის საელჩოში.

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა უკვე დაიწყეს პირისპირ მოლაპარაკებები ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში.

პრეზიდენტების საუბარი წინ უძღოდა ერთობლივი ფოტოსესია ფინეთის ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც არის მასპინძელი ქვეყანა. ეს ქვეყანა შემთხხე4ით არ არის არჩეული. ის ნეიტრალიტეტს იცავს.

აღსანიშნავია, რომ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არც ექსპერტები, არც პოლიტიკოსები და სამიტის წევრები არ ელიან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე