მელანია ტრამპმა ფინეთში 27-გრადუსიან სიცხეში თბილი პალტო ჩაიცვა

საქართველო, თბილისი - 16:51 | 16.07.2018
ნანახია: 1514

რეპორტიორებმა აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი ჰელსინკის აეროპორტში ფოტოკამერებზე აღბეჭდეს.

მელანია ფინეთში  დონალდ ტრამპს ახლავს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს.

ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელში სწრაფად გავცრელდა, მელანია ტრამპი როგორც ყოველთვის მოდურად გამოიყურება, თუმცა ამინდის შეუსაბამოდ. მას ყავისფერი შარვალი, თეთრი პერანგი და თბილი ღია ცისფერი პალტო აცვია.
უნდა აღინიშნოს, რომ ფინეთში ახლა ძალიან ცხელა და თერმომეტრი +27 გრადუსს აჩვენებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე