ტრამპმა და პუტინმა პირისპირ მოლაპარაკებები დაიწყეს

საქართველო, თბილისი - 16:02 | 16.07.2018
ნანახია: 643

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა დაიწყეს პირისპირ მოლაპარაკებები ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში.

პრეზიდენტების საუბარი წინ უძღოდა ერთობლივი ფოტოსესია ფინეთის ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც არის მასპინძელი ქვეყანა. ეს ქვეყანა არჩეულია არა შემთხვევით, ის იცავს ნეიტრალიტეტს.

პირისპირ საუბრისას მხარეებმა გაატარეს საათნახევარი. გრაფიკის მიხედვით მათ უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები ფართო შემადგენლობით, რომელიც შეთანხმების თანახმად, გაგრძელდება 1 საათსა და 45 წუთს.

რუსული წყაროს ცნობით, პრეზიდენტები არ იქნებიან დროის რეგლამენტში შეზღუდულები და თავად გადაწყვეტენ იქნება თუ არა მიღებული ერთობლივი განცხადება შეხვედრის დასასრულს. ჯერჯერობით ეს გეგმაში არ არის. 

აღსანიშნავია, რომ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არც ექსპერტები, არც პოლიტიკოსები და სამიტის წევრები არ ელიან.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე