შე სამარცხვინო ქალო, შენი შვილის მსგავსად დანებით კი არ დავრბოდი, ვსწავლობდი - ბოკუჩავა და ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 15:45 | 16.07.2018
ნანახია: 2217

პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კამათი მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას დაიწყო, როდესაც თინა ბოკუჩავამ ტრიბუნაზე გამოსვლისას მმართველი გუნდი და ეკა ბესელია ჯაშუშების საპატიმროებიდან გათავისუფლებაში დაადანაშაულა.

ამის შემდეგ, ეკა ბესელიამ ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და განმარტა, რომ ყოფილი სახელისუფლო გუნდი ჯაშუშობის მოტივით დევნიდა ოპონენტებს.

მან ბოკუჩავას შეახსენა, რომ ამ პერიოდში ის ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან საჩუქრად ოქროს სამაჯური მიიღო.

ეკა ბესელიას სიტყვით გამოსვლის შემდეგ თინა ბოკუჩავა სიტყვას ითხოვდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უთხრა, რომ საკითხი განხილულია და ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

შესვენებაზე თინა ბოკუჩავა და ეკა ბესელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ბოკუჩავამ ბესელიას უთხრა, რომ 2004 წელს ის დაფინანსებით სწავლობა, მაშინ როდესაც მისი შვილი იარაღითა და დანებით დარბოა.

"შე სამარცხვინო ქალო. შენ გგონია რომ გაგივა ხო ეს ყველაფერი? 2004 წელს დაფინანსებით ვსწავლობდი, რომელიც ამერიკაში მომცეს იმიტომ რომ შენი შვილის მსგავსად იარაღითა და დანებით კიარ დავრბოდი, ვსწავლობდი. ძალიან კარგად იცი შენ ჩემი წარსული. ენას კბილი დააჭირე შე მაიმუბო ქალო. ასეთ ტყუილს ეკა მე არ გაპატიებ და ძალიან კარგად იცოდი, რომ არ გაპატიებდი", - უთხრა ბოკუჩავამ ბესელიას.

ვითარების განმუხტვას და თინა ბოკუჩავას დამშვიდებას პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ცდილობდნენ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე