ტრამპი ლონდონს დაპირდა, რომ პუტინთან შეხვედრაზე სკრიპალების მოწამვლის საქმეს განიხილავს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 16.07.2018
ნანახია: 700

ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერეზა მეის დაპირდა, რომ პუტინთან შეხვედრაზე სკრიპალების მოწამვლის თემას შეეხება.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეხვედრისთვის უკვე ემზადებიან.

ლიდერები ფინეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდნენ.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ  ისინი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს, რამაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.

ლონდონის სკრიპალების ნივთიერება А234-ით მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე