იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა საქართველოში ჩამოვიდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 16.07.2018
ნანახია: 815

იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა საქართველოშია.

მისი თვითმფრინავი თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოფრინდა.

იტალიის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ. 

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. 

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
 
იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჯო მატარელას, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს შეხვედრები: საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქთან ილია მეორესთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
სერჯო მატარელა, დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ-იტალიური ბიზნესფორუმს ეწვევა და ფორუმის დახურვის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. 
 
იტალიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს და დაათვალიერებს “ქართულ-იტალიური” ისტორიული მეგობრობის შესახებ გამართულ გამოფენას.
 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე