ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 16.07.2018
ნანახია: 770

თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში ხანძარია, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული. მათივე ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 150 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

მათივე ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე