ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება

საქართველო, თბილისი - 12:39 | 16.07.2018
ნანახია: 866

ტყიბულში არსებული ყველა შახტი გამოძიების დასრულებამდე დაილუქება.

ამის შესახებ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საუბრია დაახლოებით 25 შახტზე.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მუშა დაიღუპა და 6 დაშავდა. შსს-ს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე