საქართველოს დღეს იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ეწვევა

საქართველო, თბილისი - 11:13 | 16.07.2018
ნანახია: 636

საქართველოს დღეს იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ეწვევა. 

ის თბილისში რამდენიმე საათში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრინდება.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. 

გაიმართება იტალიისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.

საქართველოში ვიზიტის დროს სერჯიო მატარელა საქართველოს პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესადა პატრიარქს შეხვდება.

ის ასევე საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე