ჩვენ გვჭირდება, რომ კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 18:12 | 13.07.2018
ნანახია: 659

ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები, გვჭირდება, რომ კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კულტურა აუცილებელია, წარმოდგენილი იყოს ჩვენი ბავშვებისთვის არათუ სკოლის მერხიდან, არამედ საბავშვო ბაღიდან, ისევე, როგორც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

„ვაცნობიერებთ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნა და ის ტრაგიკული ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში დაფიქსირდა, სამწუხაროდ ამის მაგალითია. აქედან გამომდინარე, მინდა ავხსნა, რატომ ვფიქრობთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულების გაერთიანება სწორია.  ჩვენთვის მთავარი იდეა იყო არა სამინისტროების რაოდენობის შემცირება, არამედ ის, რომ სტრუქტურას ეფუნქციონირა და მიგვეღო უკეთესი შედეგი. დარწმუნებული ვარ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებების  ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებით ჩვენ სწორედ ამას მივიღებთ. ჩვენ არ გვჭირდება ცალკე მდგომი სიმბოლოები ჩვენ გვჭირდება, კულტურამ, განათლებამ და სპორტმა ერთად უზრუნველყოს მაღალი ფასეულობების მქონე კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდა, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბება“, – განაცხადა ბახტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ამ უწყებების გაერთიანება სწორი ნაბიჯია. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე