ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 17:52 | 13.07.2018
ნანახია: 758

ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ადა მარშანიას, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არასაკმარისი ყურადღების დათმობასთან დაკავშირებით ის გააკრიტიკა.

ბახტაძის თქმით, მის ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ მხარესთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია.

"რაც შეეხება ჩემ კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ მხარესთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია", - განაცხადა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე