კამერუნის 85 წლის პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს მეშვიდედ იყრის

საქართველო, თბილისი - 17:49 | 13.07.2018
ნანახია: 740

კამერუნის 85 წლის პრეზიდენტმა პოლ ბიიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა. გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე მისთვის ეს მეშვიდე ვადა იქნება.

კამერუნში საპრეზიდენტო არჩევნები 7 ოქტომბერს იმართება.

პოლ ბიია კამერუნს 1982 წლიდან მართავს. წინა არჩევნებზე, 2011 წელს ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა და სასამართლოში საჩივარი შეიტანა, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ მიიღო.

კამერუნი ნავთობის მარაგებით მდიდარი ქვეყანაა. ამის გარდა ბუნებრივი პირობები სოფლის მეურნეობისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე  საჰარასთან მდებარე სხვა ქვეყნებში. კამერუნში წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა მოსახლეობის 70 პროცენტს აჭარბებს, რაც აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე