სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მზად არის FBI-ის დეტალური ჩვენება მიაწოდოს -ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 13.07.2018
ნანახია: 997

ბრალდებული თანახმაა, მათ შეხვდეს, დეტალური ჩვენება მიაწოდოს იმასთან დაკავშირებით, რაც დაინახა და რაც მე მითხრა. ის მზად არის, გამოძიებას ჭეშმარიტების ადდგენაში დაეხმაროს’, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა.

როგორც ის განმარტავს, მისთვის ცნობილი არ არის, FBI-ის გამომძიებლები უკვე საქართველოში იმყოფებიან თუ არა.

„იმედი მაქვს, უმოკლეს ვადებში, გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლები დამიკავშირდებიან. ჩემთვის ჯერჯერობით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, ეს ადამიანები საქართველოში არიან თუ არა ჩამოსულები“, - აცხადებს გირგვლიანი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე