თუ მას მაქსიმალურ სასჯელს კი არა, 20 წელს მიუსჯიან, იმისთვის ვიცოცხლებ, რომ ის მოვკლა - მოკლული ანა ნაცლიშვილის მამა ბრალდებულზე

საქართველო, თბილისი - 16:35 | 12.07.2018
ნანახია: 1616

სასამართლოზე ძალიან ირონიულად, ცინიკურად იქცევა, ამას შეყვარებული არ მოკვდომია, - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ქცევებთან დაკავშირებით.

როგორც ის აცხადებს, თუკი, სასამართლო გრიგალაშვილს მაქსიმალურ სასჯელს არ მიუსჯის, მასზე თავად იძიებს შურს.

"თუ ამას მაქსიმალურ სასჯელს კი არა, 20 წელს მიუსჯიან, იმისთვის ვიცოცხლებ, რომ ის მოვკლა, მოვაჭრა ყელი. მე თუ ცოცხალი ვიქნები, მე მოვკლავ, თუ არადა, ანდერძად დავტოვებ, რომ ცოცხალი არ დარჩეს", - აცხადებს ნაცვლიშვილი.

20 წლის ანა ნაცვლიშვილი თავისმა შეყვარებულმა ლადო გრიგალაშვილმა 2018 წლის 22 თებერვალს მოკლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე