ამერიკელების უმეტესობამ ბარაკ ობამა თავის ცხოვრებაში საუკეთესო პრეზიდენტად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 12.07.2018
ნანახია: 719

ამერიკელთა 40 პროცენტზე მეტმა ბარაკ ობამა თავის ცხოვრებაში საუკეთესო პრეზიდენტად დაასახელა. ამის შესახებ გაზეთი The Hill-ი კომპანია Pew Research Center-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

მეორე ადგილს ბილ კლინტონი იკავებს, რომელიც ამერიკის პრეზიდნტი 1993-2001 წლებში იყო. მას გამოკითხულთა 33 პროცენტი სახელმწიფოს საუკეთესო მეთაურად აღიარებს.

მესამე ადგილზე რონალდ რეიგანია, რომელიც თეთრ სახლს 1981-1989 წლებში ხელმძღვანელობდა, მან ხმათა 32 პროცენტი მიიღო.

ახლანდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წილად მეოთხე ადგილი ხვდა, ის საუკეთესო პრეზიდნეტად ამერიკელთა 19 პროცენტმა დაასახელა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რესპოდენტებს ერთროულად ორი პრეზიდენტის დასახელება შეეძლოთ, რომლებიც მათი აზრით, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი ლიდერები იყვნენ.

გაზეთი მონაცემებით, 1980-1990 წლებში დაბადებული ამერიკელები უფრო ხშირად ასახელებდნენ ობამას საუკეთესო პრეზიდენტად, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლები. გამოკითხვაში, რომელიც ივნისში  ჩატარდა, მონაწილეობა ორი ათასზე მეტმა ამერიკელმა მიიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე