საქართველოს ექნება ნატო-ში გაწევრიანების შანსი, მაგრამ ახლა არა - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 15:52 | 12.07.2018
ნანახია: 708

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საქართველოს, გარკვეული თვალსაზრისით, ნატო-ში გაწევრების შანსი აქვს. 

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველო ნატო-ს წევრი არ გახდება.

"გარკვეული თვალსაზრისით, საქართველოს ექნება ნატოში გაწევრიანების შანსი, მაგრამ ახლა არა", - განაცხადა ტრამპმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე