ეგვიპტეში გიგანტურ, შავ სარკოფაგს ზევით ამოიტანენ

საქართველო, თბილისი - 15:49 | 12.07.2018
ნანახია: 1003

არქეოლოგები და ეგვიპტის უძველესი ძეგლების საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამუშავებენ გეგმას უზარმაზრი შავი იდუმალი სარკოფაგის ზევით ამოტანის შესახებ, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქალაქ ალექსანდრიაში ერთ-ერთი შენობის ქვეშ მიაგნეს.

გავრცელებული ცნობით, სარკოფაგი 2 ათასი წლისაა და ის დამარხვის მომენტიდან არ გაუხსნიათ. სარკოფაგი დაფარულია სპეციალური სხნარის სქელი ფენით.

სამინისტროს ცნობით, სამუშაოები ორ ეტაპად დაიყოფა. პირველად მომზადდება სარკოფაგის გარშემო მოედანი, შემდეგ კი მას სპეციალური ხელსაწყოთი მაღლა აიტანენ. ოპერაცია მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ჩატარდეს, რათა ძეგლი არ დაზიანდეს.

მაროდიორების მიერ ხელუხლებელი იდუმალი გიგანტური შავი გრანიტის სარკოფაგი ივლისის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს.

იმავე ადგილზე ხუთი მეტრის სიღრმეში ასევე ნაპოვნია მამაკაცის მარმარილოს ქანდაკება და სხვა არტეფაქტები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ქანდაკებას და არტეფაქტებს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც სარკოფაგშია დაკრძალული.

გათხრების ტერიტორიაზე შესაძლოა აღმოჩნდეს ელინისტური პერიოდის ძეგლებიც. ამავე რაიონშია უკვე აღმოჩენილი სამარხი, რომელიც ჩვენს ერამდე მეოთხე საუკუნით თარიღდება.

ამასთან ეგვიპტური მედია „ფარაონის წყევლაზე“ წერს. სარკოფაგი გაძარცვულია „ბოროტი ძალის“ მიერ, რომელიც მასშია მოთავსებული. შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს ძეგლის უჩვეული შავი ფერი და მისი გიგანტური ზომები (2, 65 მ სიგრძე, 1, 85 მ სიმაღლე და 1,65 მ სიგანე) - ამ ზომის სარკოფაგები ეგვიპტეში ჯერ არ აღმოუჩენიათ.  







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე