ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2019 წლის მარტშია დაგეგმილი

საქართველო, თბილისი - 15:04 | 12.07.2018
ნანახია: 1475

საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები დაგეგმილია 2019 წლის მარტში, ნათქვამია ბრიუსელში გამართული სამიტის დასკვნით განცხადებაში.

„ნატო და საქართველო მზად არიან მომავალშიც გააძლიერონ თანამშრომლობა, მათ შორის 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს წვრთნების მეშვეობით, რასაც მოკავშირეები ფართო მონაწილეობით მხარს დაუჭერენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო მომავალში გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა და მზადება ამ პროცესისთვის გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე