ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ არის - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 14:24 | 12.07.2018
ნანახია: 683

“სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელშესახები პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე არ არის,” - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ, ნატო-ს სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნატო-ს სამიტის მხრიდან მაღალი დონის მხარდაჭერა კარგია, მაგრამ მიიჩნევს, რომ პროგრესი შეჩერებულია.

“ის სტატუსი, რომელიც საქართველომ მიიღო როგორც კანდიდატმა ქვეყანამ ისევ შენარჩუნებულია და პროგრესი არ ჩანს, მათ შორის არც MAP-ის მიღების კუთხით და არც სხვა მხრივ, ინტეგრაციის დაჩქარების კუთხით. ამას ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს მათ შორის ერთი ის, რომ მთავრობის მხრიდან ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ მაღალ დონეზე ძალისხმევას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის თემა წინ წაწეული იქნას და მეორე - ეს არის ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები, რომლებიც ხშირად გვესმოდა ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, ჩვენ არ გვინდა MAP და MAP-ის გარეშე გვინდა გაწევრიანება," - განაცხადა კაპანაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე