როგორ გამოიყურებოდნენ მელანია ტრამპი და ბრიჯით მაკრონი ნატოს სამიტზე ბრიუსელში (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 13:55 | 12.07.2018
ნანახია: 1856

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნა, რომელსაც ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მეთაურები ესწრებიან. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები ერთმანეთს სამუშაო ფორმატით ხვდებოდნენ, მაშინ როცა მათი ცოლები  ვატერლოოს სამუსიკო აკადემიაში იმყოფებოდნენ. ყველას ყურადღება მელანია ტრამპისა და ბრიჯით მაკრონისკენ იყო მიპყრობილი. ორმა პირველმა ლედიმ რამდენიმე სამოსი გამოიცვალა და ერმანეთს ეფექტურობაში ეჯიბრებოდნენ. 

სამუსიკო აკადემიაში შეხვედრაზე მელანიას Calvin Klein-ის 2 430 დოლარის ღირებულების მუქი ლურჯი ფერის კაბა ეცვა. ბრიჯით მაკრონმა კი უფრო კლასიკური ტანსაცმელი შეარჩია - Louis Vuitton-ის თეთრი ფერის ქვედაკაბა და პიჯაკი. 

როდესაც პირველი ლედები თავიანთ ქმრებთან ერთად გამოჩნდნენ, მათ უკვე სხვა ტანსაცმელი მოირგეს. მელანია Elie Saab-ის თეთრ კაბაში გამოეწყო, ბრიჯითმა კი არჩევანი შავ შარვალსა და თეთრ პიჯაკზე გააკეთა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე