ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 12:43 | 12.07.2018
ნანახია: 830

ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გვიან ღამით ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა, თუმცა მასშტაბები არ გაზრდილა, – ამის შესახებ საზოგადოებრივს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. 

„მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია. ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტარზეა“, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ლენტეხის ტყეში ხანძრის მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე