New York Magazine-მა ტრამპს საბჭოთა კავშირის ჯაშუში უწოდა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 12.07.2018
ნანახია: 696

ჟურნალი მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკური კარიერა დაკავშირებულია მის მოსკოვში ვიზიტთან 1987 წელს, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა სასტუმროს შესაძლო მშენებლობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთი წლით ადრე ნიუ იორკში ტრამპი შეხვდა საბჭოთა ელჩს იური დუბინინს.

სასტუმრო არ აშენებულა. სამაგიეროდ „ტრამპი დაბრუნდა რუსეთიდან პოლიტიკური ამბიციებით“ ნათქვამია New York Magazine-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კრემლს შესაძლოა ჰქონდეს კომპრომატები ტრამპზე მოსკოვში მისი ვიზიტების შემდეგ 1987  და 2013 წლებში. ჟურნალის ვერსიით, აშშ-ის პრეზიდენტის სურვილის არ ქონა, გამოაქვეყნოს თავისი საგადასახადო დეკლარაცია, დაკავშირებული შეიძლება იყოს იმასთან, რომ ის წლების მანძილზე იღებდა რუსულ ფულს სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით“.

რამდენიმე დღით ადრე, ტრამპის ინაუგურაციამდე, 2017 წლის იანვარს, გამოქვეყნებულ იქნა ბრიტანული დაზვერვის ოფიცერის კრისტოფერ სტილის დოსიე, რომელშიც ნახსენები იყო, თითქოს მოსკოვს ჰქონდა კომპრომატები ახლადარჩეული ამერიკელი ლიდერის მიმართ. ამტკიცებდნენ, რომ  საქმე ეხებოდა ტრამპის „უხამსო მოქცევას“ 2013 წლის "მის მსოფლიოს" სილამაზის კონკურსზე. თავად ტრამპმა ამ კომპრომატს სიცრუე უწოდა, ხოლო მოსკოვს „ჩვეულებრივი იხვი“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე