საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 11:07 | 12.07.2018
ნანახია: 689

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 10 წელი გავიდა საქართველო-ნატო-ს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ და ამ პერიოდის განმავლობაში პარტნიორობა მზარდად მჭიდრო გახდა. 

"ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან უნიკალურია. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ საქართველოს მადლობელი ვართ ავღანეთის მისიაში წვლილის შეტანისთვის და იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ალიანსის ლიდერებმა ეს გუშინ დაადასტურეს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მომზადებას წევრობისთვის. საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს რეფორმებს თავდაცვის სფეროში. ასევე მადლობას ვუხდით იმ წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ეს სტრატეგიული რეგიონია, სადაც ჩვენს თანამშრომლობას ვზრდით. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ასევე გილოცავთ, რომ ნატო-ს მოთხოვნას ასრულებთ თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე